რეკლამა

რეკლამა მეწარმე-ზე

ხუთი ადგილი იმ გვერდებზე, სადაც მყიდველი ეძებს და მეწარმე ლიდებს ათვალიერებს. ბანერი ჩანს კატეგორიითა და რეგიონით დამიზნებით, ხოლო ყოველი ჩვენება და დაწკაპუნება ითვლება.

01

სად ჩნდება

  1. 01

    მთავარი გვერდი

    ძებნის ველის ქვემოთ, კატეგორიების ზემოთ — პირველივე ეკრანზე.

    აუდიტორია
    ყველა ვიზიტორი
    დამიზნება
    რეგიონი
    ნახე ცოცხლად
  2. 02

    კატალოგი — ბადის ზემოთ

    პროდუქტების სიის თავში. ჩანს ყოველ ძებნაზე, ფილტრსა და კატეგორიის გვერდზე.

    აუდიტორია
    მყიდველი, რომელიც ეძებს
    დამიზნება
    კატეგორია, რეგიონი
    ნახე ცოცხლად
  3. 03

    კატალოგი — ბადის შიგნით

    სრული რიგი პირველი რვა პროდუქტის შემდეგ — მყიდველი მას გადასქროლვისას ხვდება.

    აუდიტორია
    მყიდველი, რომელიც ათვალიერებს და ადარებს
    დამიზნება
    კატეგორია, რეგიონი
    ნახე ცოცხლად
  4. 04

    პროდუქტის გვერდი

    ფასის ბლოკის ქვემოთ, აღწერამდე. ჩვენება იმავე კატეგორიის პროდუქტებზე იმიზნება.

    აუდიტორია
    მყიდველი გადაწყვეტილების წინ
    დამიზნება
    პროდუქტის კატეგორია
  5. 05

    მოთხოვნების სია

    ღია მოთხოვნების სიის ბოლოს — გვერდი, რომელსაც მეწარმეები ლიდებისთვის ათვალიერებენ.

    აუდიტორია
    მეწარმეები
    დამიზნება
    რეგიონი
    ნახე ცოცხლად
02

რა გვჭირდება შენგან

სურათი
1800 × 1200 px (3:2) · JPG, PNG ან WebP · მაქს. 8 MB
სათაური
44 სიმბოლომდე სასურველია (დიდი შრიფტით ჩანს), მაქს. 80
ტექსტი
არასავალდებულო · ფოტოიან ბანერზე არ ჩანს — მხოლოდ სათაური და ღილაკი
ღილაკი
30 სიმბოლომდე — მაგ. „ნახე კატალოგი“
ბმული
შენი საიტი ან შენი პროფილი პლატფორმაზე

ფოტო მთელ ბანერს ფარავს. სათაური და ღილაკი ქვედა ნაწილში, მუქ ფარდაზე დგას და ნებისმიერ ფოტოზე იკითხება. ყველა ეკრანზე ცენტრიდან იჭრება: ტელეფონზე კვადრატად და ქვედა ნახევარი ფარდის ქვეშაა, კომპიუტერზე განიერ ზოლად (მთავარ გვერდზე ~3:1) და ფოტოს სიმაღლის მხოლოდ ნახევარი ჩანს. მთავარი ობიექტი კადრის ცენტრში, ოდნავ ზემოთ მოათავსე. ზემოთ ნიმუშები 4:3-ია — სვეტის სიგანის გამო.

03

როგორ მუშაობს

  1. 01

    მოგვწერე

    შეავსე განაცხადი ქვემოთ. საკმარისია საწარმოს სახელი და კონტაქტი — დანარჩენს ერთად გავარკვევთ.

  2. 02

    ვარჩევთ ადგილს, ვადასა და ტექსტს

    ბანერს ჩვენ ვაწყობთ შენი სურათითა და ტექსტით. ერთ ადგილას რამდენიმე კამპანია რიგრიგობით ჩნდება, ამიტომ ადგილი არასოდეს „იყიდება“ მთლიანად.

  3. 03

    ხედავ შედეგს

    ყოველი ჩვენება და დაწკაპუნება ითვლება. კამპანიის ბოლოს გიზიარებთ რიცხვებს — რამდენმა ნახა და რამდენი გადავიდა.

ფასი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ადგილზე, ვადასა და დამიზნებაზე. ანგარიშსწორება პლატფორმის გარეთ ხდება.

04

განაცხადი